Interview With Orujov (Georgian Version)

ორიგინალის სანახავად დააჭირეთ აქ

ინტერვიუ ისლამური თამაშების პრიზიორთან რუსტამ ორუჯოვთან

როდესაც მოხვდებით ბაქოში, უბრალოდ ახსენეთ რუსტამ ორუჯოვის  სახელი ქუჩაში, მაღაზიაში, მეტროში, ავტობუსის გაჩერებასა თუ ნებისმიერ სხვა ადგილას და მაშინვე დაინახავთ ხალხის გამორჩეულ სიყვარულსა და პატივისცემას მსოფლიო ძუდოს რეიტინგში ნომერ პირველ სპორტსმენისა და ოლიმპირუ ვიცე-ჩემპიონის მიმართ.  ქართველმა ახალგაზრდა რეპორტიორმა, ნიკოლოზ  გურინმა ინტერვიუ ჩაწერა ორუჯოვთან.

გურინი: რუსტამ,  პირველ რიგში  გილოცავთ მოპოვებულ ღირსეულ წარმატებას მე-4 ისლამურ თამაშებზე, რომელიც ბაქოში მიმდინარეობს.

მოდით, პირველ რიგში შეაფასეთ თქვენი ასპარეზობა.

მე არ მომეწონა ჩემი ასპარეზობა. მე ტრავმირებული ვარ და ვერ შევძელი შესაძლებლობების 100%-ით წარმოჩენა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენთვის ამ შეჯიბრს განსაკუთრებული როლი ეკავა, თქვენ ასევე იყავით ამ თამაშების საპატიო ელჩი, ამ ყველაფერს კი დამატებით პასუხისმგებლობად ემატებოდა ის რომ, თქვენს ქვეყანაში ტარდებოდა,  როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერმა როგორ იმოქმედა თქვენზე..

დიახ, ეს მართლაც  განსაკუთრებული თამაშებია  და ძალიან დიდი ტვირთი იყო ჩემს მხრებზე.

რაც შეეხება ფინალს, თქვენ შეხვდით თქვენი ნაკრების წევრს, მოდით შეაფასეთ ფინალი და გვითხარით ორიოდე სიტყვა ჰეიდაროვთან   შეხვედრაზე.

დიახ, ფინალში მე ვიბრძოდი ჰეიდაროვთან. მასთან მე თავს ვგრძნობ ძალიან კარგად და მზად ვიყავი მის დასამარცხებლად, მაგრამ ეს სპორტია, სადაც ყველაფერი ხდება.  ერთი პატარა შეცდომა და დამარცხებული ხარ.   

სამომავლო გეგმებზე რის თქმა შეგიძლიათ. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინტერესი, ხომ არ აპირებთ წონის შეცვლას?

არა, ეს არ არის მართალი. მე მინდა ასპარეზობის გაგრძელება 73-კგ კატეგორიაში.  მე ეს გამომდის და რატომ უნდა შევიცვალო წონითი კატეგორია. და თუ თქვენ ამას ამბობთ ჰეიდაროვის გამო, მაშინ მე პრინციპული ვარ და დავუმტკიცებ მას, ვინ არის უფრო ძლიერი 73 -ში.

უახლოეს პერიოდში რომელ შეჯიბრზე გეგმავთ  მონაწილეობას და რა თქმა უნდა, როგორ ემზადებით მსოფლიოსთვის?

ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატამდე მა არსად არ ვიასპარეზებ. ჩემი მიზანი არის მსოფლიო ჩემპიონატი! ჩვენ ვივარჯიშებთ დიდი დატვირთვით და მივდივართ იაპონიაში საწვრთნელ შეკრებაზე.

მსოფლიო რეიტინგში, არა მხოლოდ თქვენს წონაში, არამედ ყველა წონით კატეგორიაში  პირველობას არ თმობთ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ძიუდოს სამყაროში ყველა გიცნობთ როგორც ჩვენი დროის ლეგენდას, სწორედ ამ ყველაფრის ფონზე თქვენი რეიტინგი და თქვენს მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება.   ამის ნათელი მაგალითია თუნდაც თქვენი პირადი საიტის რეიტინგი – 50 000 მნახველი ერთ დღეში. გვითხარით ამის შესახებ. რას ნიშნავს თქვენთვის გულშემატკივრობა, რა დამატებით ძალას, ენერგიასა და მოტივაციას გაძლევთ ეს ყველაფერი?

ლეგენდამდე მე ძალიან ბევრი მიკლია.. ჩემი ყველა გულშემატკივარი კი მე ძალიან მიყვარს. მე მუდამ ვცდილობ დავეხმარო მათ, როდესაც ისინი მეკითხებიან ძიუდოს შესახებ, ან როდესაც მათ უნდათ ჩემთან საუბარი. მათ ვუყვარვარ მე, მე კი ისინი მიყვარს. როდესაც მე ვარ დარბაზში, გულშემატკივრობა ჩემთვის არის მოტივაცია. 

რა ინტერესები გაქვთ და თავისუფალ დროს როგორ ატარებთ. ვის ეკუთვნის თქვენი თავისუფალი დრო ძირითადად?

თავისუფალი დროის გატარება მე მიყვარს ოჯახთან ერთად, თამაში ჩემს შვილთან. ოჯახთან ერთად მიყვარს ბუნებაში სეირნობა.

თქვენ დაჯილდოვდით პირველი ხარისხის ორდენით „სამშობლოს მსახურებისთვის“ რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტი ასეთი მაღალი შეფასებით აფასებს ჩვენს ღვაწლს სამშბლოს წინაშე. მე ძალიან მიხარია! 

და ბოლოს, მადლობას გიხდით იმისათვის რომ დრო დაგვითმეთ, მითუმეტეს ასეთი გადატვირთული გრაფიკის შემდეგ და უთხარით რამე თქვენს ათი ათასობით გულშემატკივარს, რომლებიც თქვენი წარმატებით ხარობენ.

მადლობა თქვენ! გამიხარდა რომ ვისაუბრე თქვენთან! და ჩემს გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა რომ მიყვარს ისინი! მადლობა რომ არსებობთ!

ნიკოლოზ  გურინი:  “ბაქოში მქონდა პატივი პირადად შევხვედროდი მსოფლიოში ნომერ პირველ სპორტსმენს.  მქონდა შესაძლებლობა პირადად მენახა მისი თავდაუღალავი ვარჯიშები. რუსტამ ორუჯოვი ძალიან კარგი მაგალითია ყველასთვის. არა მხოლოდ სპორტსმენისთვის, არამედ ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელისთვის.  მისი თავდაუზოგავი შრომა, საქმისადმი ერთგულება, პროფესიის სიყვარული, თავმდაბლობა, სტუმართმოყვარეობა და პატივისცემა, რომელსაც იგი ყოველთვის იჩენს ადამიანების მიმართ ჭეშმარიტი მაგალითია ღირსეული, ნამდვილი ადამიანის ცხოვრების.”  

“ჩემთვის, დიდი პატივია ინტერვიუ ჩამეწერა ჩვენი დროის ლეგენდასთან.  წარმატებები მინდა ვუსურვო კარიერაში მას და მჯერა რომ იგი გააგრძელებს წარმატების გზით სიარულს და არაერთხელ დაამტკიცებს რომ იგი საუკეთესოა.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s